ახალი ამბები
150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება - მთავრობა
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავა ესწრებოდნენ.

"საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა", - აღნიშნულია ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.

ამავე შეხვედრაზე განიმარტა, რომ აღსრულების ნაწილსა და კონკრეტულ დეტალებზე "ლიბერთი ბანკი" ეროვნულ ბანკთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

Print