ახალი ამბები
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები ხვალიდან დაიწყება - რესურსცენტრი
განათლების სამინისტროს ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები ხვალ, 8 მარტს დაიწყება.

ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ დაუდასტურა.

მისივე განმარტებით, მოსწავლეები 14 მარტის ჩათვლით დაისვენებენ, სასწავლო პროცესი კი, 15 მარტს განახლდება.
Print