ახალი ამბები
მაჭარაში რეპატრიანტებისთვის საცხოვრებელი სახლი აშენდა, - სოხუმი
სოხუმში აცხადებენ, რომ იორდანიიდან, სირიიდან, თურქეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან, ასევე ბათუმიდან „ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებულ ეთნიკურ აფხაზებს“ საცხოვრებელი სახლი გადაეცა.
„აფსნიპრესის“ თანახმად, 24 ბინიანი, სამსართულიანი შენობა, გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში მდებარეობს და უკვე შევიდა ექსპლუატაციაში.

ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს „სუხუმსტროის“ ხელმძღვანელმა რაუფ ხარაზიამ განუცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ორი კორპუსი რეპატრიანტებისთვის მიმდინარე წლის ბოლომდე აშენდება.



Print