ახალი ამბები
რუსი ტურისტების მარშრუტში გალი და ენგურჰესი ჩართეს
რუსეთიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩასული ტურისტების მარშრუტს გალის რაიონი და ენგურჰესი დაემატა, იტყობინება „გალ მედია“.

ამავე ცნობით, მარშრუტის გახსნის ინიციატივა გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კონსტანტინე ფილიას ეკუთვნის.

ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსი ტურისტების პირველ ჯგუფს მეგზურობას გიდთან ერთად, ენგურჰესის თანამშრომლები უწევდნენ.



„ენგურჰესის ადმინისტრაცია მოამზადებს ტერიტორიას ილუსტრაციებისთვის და ფოტოსესიისთვის, ისინი უფრო თვალსაჩინოს გახდიან ტურისტებისთვის გასაგებ ელემენტებს... თუმცა, ჩვენს გვაქვს მკაცრი ინსტრუქცია და მათი შესრულების გარეშე, ტურისტები აქ ჩამოსვლას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა ტურისტული კომპანიის, “ვიზიტ აბხაზიას“ ხელმძღვანელმა რუსლანა გერგედავამ.

მისი თქმით, ენგურჰესის ტერიტორიაზე მოხვედრა, მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტების მქონე, ორგანიზებულ ჯგუფებს შეეძლებათ და ეს არ იქნება მასობრივი ტურიზმისთვის ხელმისაწვდომი ობიექტი, გამომდინარე იქიდან, რომ მას სტრატეგიული დანიშნულება აქვს.




Print