ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგის დაამარცხების შემდეგ ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალშია
თბილისში, დინამო არენაზე საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ფინალში ეროვნული ნაკრები ბუდუ ზივზივაძის პირველ და მეორე ნახევრებში გატანილი გოლებით გავიდა.


ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩში გამარჯვების შემდეგ ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს 26 მარტს შეხვდება. ფინალური თამაშიც თბილისში ჩატარდება და მასში გამარჯვებულიევრო 2024-ის ფინალური ეტაპზე გავა.

ფოტო: ეროვნული ნაკრები
Print