ახალი ამბები
ინგირში "სამეგრელოს სკაუტების" საერთაშორისო ცენტრი გაიხსნება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში "სამეგრელოს სკაუტების" საერთაშორისო ცენტრი შენდება. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

"ამ ეტაპზე, სამუშაოების 70% შესრულებულია და ცენტრში მალე მოეწყობა: კონტაქტური ზოოპარკი, უფასო ქემფინგ ზონა, თოკების ქალაქი, სკაუტური ატრაქციები, მინი სათბური, შიდა და გარე ტრენინგ ზონა, სახელოსნო, სამეწარმეო მუზეუმი, რეკრეაციული სივრცეები, სივრცე სკაუტური თამაშობებისთვის", - წერს ორგანიზაცია.

მათივე განმარტებით, პროექტის განსახორციელებლად ცენტრი მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს.


ფოტო: Scouts of Samegrelo
Print