ახალი ამბები
წალენჯიხიდან პრეზიდენტის სასახლისკენ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით კოლონა დაიძრა (ფოტო)
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და მხარდამჭერები კოლონით პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას მოითხოვენ. მათ შესაბამისი მოთხოვნით, დაახლოებით, 150 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს.

კოლონა სიმბოლურად წალენჯიხიდან სააკაშვილის წარმომადგენელ სოფო ჯაფარიძესთან, წალენჯიხის მერ გია ხარჩილავასა და ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრ თემურ ჯანაშიასთან ერთად დაიძრა.

მოგვიანებით მათ ზუგდიდში, ენმ-ს ოფისთან შეკრებილებს მიმართეს, რის შემდეგაც საქართველოსა და ევროკავშირის დროშებითა და ყოფილი პრეზიდენტის ფოტოებით თბილისისკენ დაიძრნენ.
Print