ახალი ამბები
რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს საკუთარ რელიგიურ დღესასწაულებზე უქმე დღეები ექნებათ - საკანონმდებლო ინიციატივა
"შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებით, რომელიც პარლამენტს განსახილვევლად ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ წარუდგინა, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს საკუთარი რელიგიური დღესასწაულები დასვენების დღეებად გამოუცხადდებათ.


ახალი ინიციატივის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს "შრომის კოდექსით" გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა, საკუთარი რელიგიური დღესასწაულის (გარდა, მართლმადიდებლური დღესასწაულებისა) აღსანიშნად წელიწადში დამატებით ორი უქმე დღით ისარგებლოს.

ამასთან, პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების შემდეგ, არამართლმადიდებელ დეპუტატებს, რომლებიც სხდომებს საკუთარი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნის გამო გააცდენენ, გაცდენა საპატიოდ ჩაეთვლებათ და ანაზღაურების 10% არ დაუკავდებათ.

Print