ახალი ამბები
საქართველო - საბერძნეთის ისტორიული ფინალი 21 საათზე დაიწყება
დღეს „დინამო არენაზე” საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას ჩაატარებს, რომელზეც საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ისტორიული მატჩის პარალელურად, ზუგდიდში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალის ყურება მსურველებს დიდ ეკრანებზე შეეძლებათ.

ზუგდიდში ასეთი ოთხი ლოკაციაა. "ახალგაზრდული სათათბიროს" ორგანიზებით, მატჩის ტრანსლირება მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება. დიდ ეკრანზე თამაშის ყურება შესაძლებელი იქნება ბოტანიკური ბაღის საკონფერენციო დარბაზში, სოციალურ კაფე “მეგობარსა” და ზუგდიდი მოლშიც.

დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

21 მარტს, თბილისში, დინამო არენაზე საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.


Print