შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება.
ამავე ცნობით, დღესვე ამოიწურება საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის ვადა.
აპლიკაციის შევსების პროცესი მიმდინარე წლის 4 მარტს
დაიწყო და მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე -
online.naec.ge.
ის გრძელდება რამდენიმე ეტაპად:
"პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეციალური პირობა;
საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ", - მითითებულია ინფორმაციაში.
მათივე განმარტებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციამდე უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური - ერთი საგნისთვის 10 ლარი.
სამეგრელო - ზემო სვანეთის მასშტაბით, საგამოცდო ცენტრები 2024 წელს ზუგდიდსა და ფოთში განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები