ახალი ამბები
145 ათას ფიზიკურ პირს 590 მლნ ლარის დავალიანება ჩამოეწერება - მთავრობა
მთავრობა ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო ამნისტიას გამოაცხადებს.

ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან თქვა, რომ შესაბამისი კანონის მიღების შედეგად 145 ათასს ფიზიკურ პირს ჯამში, 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება.

"დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომელთაც საგადასახადო დავალიანება ერიცხებათ. გამომდინარე აქედან, მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ ეკონომიკური საქმიანობა აწარმოონ. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოვწეროთ დავალიანებები. კერძოდ, ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი, აღიარებული საგადასახადო დავალიანება, მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განმარტებით, დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება ეკონომიკურ საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
Print