ახალი ამბები
"არა რუსულ კანონს!" - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს (ფოტო)
ზუგდიდის სკეიტბ პარკში საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ისინი ე.წ აგენტების კანონის ხელახალ ინიცირებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები და რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ სხვადასხვა შინაარსის ბანერები. 

ამ წუთებში მოქალაქეები მსვლელობით სკეიტ პარკიდან ზუგდიდის ცენტრალურ გამზირზე გადაადგილდებიან. 

ზუგდიდის ცენტრში ამ დროისთის მოძრაობა შეზღუდულია.

შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მეორედ დააინიცირებდა. საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი 8 აპრილს დაარეგისტრირა.

ამავე თემაზე:

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„არა რუსულ კანონს!” - ზუგდიდში 15 აპრილს აქცია გაიმართება

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება
Print