ახალი ამბები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "აგენტების კანონს" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა "ქართული ოცნების" ხელახლა ინიცირებულ ე.წ აგენტების კანონს მხარი დაუჭირა.

პროცესს წინ უძღოდა რამდენიმე საათიანი ხმაურიანი განხილვა, ჩხუბი, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლანეტში. კომიტეტმა კანონს პირველი მოსმენით მხარი თბილისში ფართო მასშტაბიანი და სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში, აქციების ფონზე დაუჭირა.

განხილვა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის, 3 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მეორედ დააინიცირებდა. საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი 8 აპრილს დაარეგისტრირა.

ამავე თემაზე: 

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

"არა რუსულ კანონს!" - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

დაუშვებლად მივიჩნევთ რუსული კანონის მიღებას - მედიაორგანიზაციები, მათ შორის "ათინათი" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

რადიო "ათინათი" არ გეგმავს "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას - განცხადება
Print