ახალი ამბები
2-6 მაისს თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნება - "საქართველოს რკინიგზა"
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააღდგომო დღესასწაულს უკავშირდება.

რაც შეეხება განრიგს, თბილისიდან გასვლის დრო - 08:40, ჩასვლის კი - 14:24 საათი იქნება. 



ფოტო: საქართველოს რკინიგზა
Print