ახალი ამბები
ხვალ სამეგრელოში ცხელ ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში ხვალ ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +37 გრადუსს მიაღწევს, ხოლო მომდევნო დღეებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი.

რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, 26 აპრილს ანაკლიასა და ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსი იქნება.

"დღისით მაღალი ტემპერატურის ფონზე, შესაძლოა, წვიმა ელჭექით და ქარის შკვალური გაძლიერება აღინიშნოს", - განმარტავს სააგენტო.

ამავე ინფორმაციით, მესტიაში ხვალ თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 27 აპრილიდან კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.
Print