მმართველი პარტია იმერეთში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს
პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება“ ხვალ, იმერეთის რეგიონის
მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს.
მათ პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი დაასახელებს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ”ქართულ ოცნებას“ იმერეთში
მაჟორიტარობის 11 კანდიდატი ეყოლება. მათი წარდგენა ხვალ ქუთაისში,
ბალახვანის მოედანზე გაიმართება. ღონისძიება 20:00 საათზეა
დაგეგმილი.
იმერეთის შემდგომ, მთავრობის მეთაური კანდიდატებს უკვე სამეგრელოში
წარადგენს.
მასალის გამოყენების პირობები