სანდრა რულოვსმა წინასაარჩევნო კამპანია განმუხურიდან დაიწყო (ვიდეო)
19:29 / 18.08.2016
განმუხური-ანაკლიის დამაკავშირებელ ხიდზე, საქართველოს ყოფილი პირველი
ლედი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად
მოსახლეობას შეხვდა. სანდრა რულოვსი ადგილობრივ მცხოვრებლებს მეგრულ
ენაზე მიესალმა და დაპირდა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,
ლაზიკის მშენებლობა გაგრძელდება.
"ბათუმიდან მოვდივარ და გზად, თეკლათში, თვალში მომხვდა მარკეტი
"ლაზიკა". სიმბოლურია, რომ დღეს ამ ადგილზე ვიმყოფები, სადაც უნდა
მომხდარიყო ლაზიკას პროექტის განხორციელება. მე მჯერა, რომ სულ მალე,
ლაზიკა იქნება წამყვანი ძალა მთელი რეგიონისთვის".
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ნიკა მელია,
რომელმაც აღნიშნა, რომ ის აქტიურად განაგრძობს მოსახლეობასთან
შეხვედრებს, რათა ყველასთვის გასაგები გახდეს, თუ რის გაკეთებას
აპირებს განახლებული ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’
სამომავლოდ.
სანდრა რულოვსი და ნიკა მელია, ხვალ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,
რუხის, ჯიხაშკარის და კორცხელის მოსახლეობას შეხვდებიან.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები