არჩევნები
სანდრა რულოვსმა წინასაარჩევნო კამპანია განმუხურიდან დაიწყო (ვიდეო)
განმუხური-ანაკლიის დამაკავშირებელ ხიდზე, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა. სანდრა რულოვსი ადგილობრივ მცხოვრებლებს მეგრულ ენაზე მიესალმა და დაპირდა, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ლაზიკის მშენებლობა გაგრძელდება.

"ბათუმიდან მოვდივარ და გზად, თეკლათში, თვალში მომხვდა მარკეტი "ლაზიკა". სიმბოლურია, რომ დღეს ამ ადგილზე ვიმყოფები, სადაც უნდა მომხდარიყო ლაზიკას პროექტის განხორციელება. მე მჯერა, რომ სულ მალე, ლაზიკა იქნება წამყვანი ძალა მთელი რეგიონისთვის".

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ნიკა მელია, რომელმაც აღნიშნა, რომ ის აქტიურად განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს, რათა ყველასთვის გასაგები გახდეს, თუ რის გაკეთებას აპირებს განახლებული ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ სამომავლოდ.

სანდრა რულოვსი და ნიკა მელია, ხვალ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რუხის, ჯიხაშკარის და კორცხელის მოსახლეობას შეხვდებიან.



Print