არჩევნები
სანდრა რულოვსი ზუგდიდის რაიონში კენჭს იყრის (ვიდეო)
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან ერთად კორცხელის მოსახლეობას შეხვდა. სანდრა რულოვსი მათ მეგრულ ენაზე მიესალმა და ამომრჩეველს მიმართა.

,,ოთხი წელია აღარ ვარ საქართველოს პირველი ლედი და გვერდიდან ვუყურებ მოვლენებს. ეს ოთხი წელია არაფერი გაკეთებულა ქვეყნისთვის, ვინ უშლიდა ხელს მათ ? მიშა ხომ არ იყო ქვეყანაში? მტკივა გული, რადგან გაჩერებულია ქვეყანა და გპირდებით რომ შეცდომებს აღარ დავუშვებთ. ბრძოლის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ. და ბოლოს თქვენ გჯერათ ჩემი?’’

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა ელისაბედ რულოვსი ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.
Print