ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდი ტურისტულ ჰაბად უნდა იქცეს(ვიდეო)
22:54 / 23.08.2016
"თავისუფალი დემოკრატების" ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დადიანების სასახლის ეზოში ამომრჩევლებს
შეხვდა. მან ადგილობრივებს ქალაქის განვითარების საკუთარი ხედვები
გააცნო.
ჩიქოვანმა შეკრებილებს პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში,
ზუგდიდელებს მისი სახით პარლამენტში ძლიერი, უკეთესი და გამოცდილი
წარმომადგენელი ეყოლება.
"ასევე, ვპირდები მოსახლეობას აქ ჩვენ შევქმნით ისეთ ცენტრს, სადაც
დამწყებ ბიზნესმენებს შეეძლებათ წამოიწყონ და განახორციელონ ახალი
იდეები და ამავე დროს დაასაქმონ სხვებიც. მესამე, რასაც ვპირდები
ხალხს არის, ის რომ ჩვენ ზუგდიდი უნდა გავხადოთ სამეგრელოს ტურისტული
ჰაბი. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება ის, რომ ჩვენ დადიანების
სასახლეთა კომპლექსსა და ბოტანიკურ ბაღს, იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის სტატუსზე აპლიკაცია გავაკეთოთ, რაც ზუგდიდს მსოფლიო
ტურისტულ რუკაზე ავტომატურად დასვამს", - განაცხადა მან.
დეპუტატობის კანდიდატთან შეხვედრას რამდენიმე ასეული ადამიანი
დაესწრო.
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 მარტს საქართველოს ზოოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტს და 1 აპრილს - თბილი და უნალექო ამინდი.
აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელი აპრილიდან მარტვილის კანიონში სამუშაო საათები გახანგრძლივდება და 20:00-ის ნაცვლად, შესვლა 22:00-მდე იქნება შესაძლებელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები