არჩევნები
გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდში სტუდენტებს შეხვდა (ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტი შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ამომრჩეველთა გააქტიურების კამპანიის ფარგლებში ეწვია. მარგველაშვილის განცხადებით, კამპანია არა რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად მოწოდებას, არამედ, მოქალაქეების გააქტიურებას ემსახურება.

პრეზიდენტმა მესხიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. აღნიშნული ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს, რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისაკენ.

ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამა გაიხსნება, რომელიც ,,რეგიონული უნივერსიტეტის მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში განხორციელდება.
Print