არჩევნები
"რესპუბლიკელებმა" ე.წ. "პრესოვკის" საარჩევნო უბანზე კანდიდატი წარადგინეს (ვიდეო)
"რესპუბლიკურმა პარტიამ" ზუგდიდში, ე.წ. "პრესოვკა - მახარაძის" საარჩევნო უბანზე დავით ცაავას კანდიდატურა წარადგინა. პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კიანდიდატის გიორგი თოდუას თქმით, დავით ცაავა პარტიაში არის ახალგაზრდა გამოკვეთილი ლიდერი. მისი განმარტებით, მას კარგად ესმის თვითმმართველობის მუშაობის პრინციპები და ამასთან, იცის ამ უბნის პრობლემები. 

თავის მხრივ, დავით ცაავამ ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში,  მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირი ექნება და საკრებულოში მათ ინტერესებს დაიცავს. 

ცნობისთვის, აღნიშნულ საარჩევნო უბანს ქალაქის საკრებულოში მერაბ ქვარაია წარმოადგენდა. მან დეპუტატის უფლებამოსილება 17 აგვისტოს მოიხსნა.

საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ქვეყანაში საკრებულოს შუალედური არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

Print