არჩევნები
სანდრა რულოვსი სოფელ ურთის მოსახლეობას შეხვდა (ვიდეო)
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა სოფელ ურთის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. მან ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო და პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ყველა დაპირებას შეასრულებს.

"3-4 წელია ვფიქრობთ, ვსწავლობთ, თუ რა შეცდომა დავუშვით და როგორ შეიძლება მისი გამოსწორება.  ჩვენ ეს ყველაფერი გაავანალიზეთ. ახლა აქ ვდგავარ, თქვენ წინაშე და ამას პირნათლად გეუბნებით", - უთხრა შეკრებილებს ყოფილმა პირველმა ლედიმ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინა.

გარდა სოფელ ურთისა, მაჟორიტარობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს დღეს რიყის, რუხისა და ჩხორიის მოსახლეობასთან გამართავს.


Print