არჩევნები
საპარლამენტო დებატებში მუნიციპალიტეტის სამი კანდიდატი მონაწილეობდა (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საარჩევნი მედია-ცენტრის პროექტის ფარგლებში, საპარლამენტო დებატები გაიმართა. შეხვედრის პირველ ბლოკში მოწვეული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა წამყვანის, ჟურნალისტ ზვიად ქორიძისა და მოქალაქეების კითხვებს უპასუხეს.

დებატებში ”პოლიტიკური გაერთიანება - სახელმწიფო ხალხისათვის“- ბესიკ თოდუა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-დან ირაკლი ჩანგელია და „ზვიადის გზა უფლისკენ“ მონაწილებოდნენ.

კანდიდატებმა ადგილობრივ არასამთავრებო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად შეირჩეულ თემებზე კითხვებს უპასუხეს და საზოგადოებას რეგიონულ განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკვშირებით წინასააჩევნო პროგრამა გააცნეს.
Print