არჩევნები
ეუთო-ს დელეგაცია არჩევნებს დააკვირდება
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ჯგუფის ნაწილი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა. ეუთო-ს ჯგუფის შემადგენლობაში, ძირითადად, მოკლევადიანი დამკვირვებლები არიან, რომლებიც საარჩევნო პროცესს მის ყველა ეტაპზე დაესწრებიან. მათი საბოლოო დასკვა არჩევნებიდან ორ თვეში იქნება ცნობილი.

„სულ იქნება 239 წევრი ეუთოს 26 ქვეყნიდან. ასევე გვეყოლება 36 დამკვირვებელი ეუთოს ქვეყნების საელჩოებიდან საქართველოში. ველოდებით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის საბჭოს, ნატოსა და ევროპის პარლამენტის წარმომადგენლებსაც. ჩვენი წინასწარი ანგარიში 9 ოქტომბერს გახდება ცნობილი და პრეს კონფერენციაზე ხუთივე დელეგაციის წინასწარ დასკვნებს გამოვაცხადებთ. ანგარიში თანხვედრაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან და ეროვნულ კანონმდებლობასთან“, - აღნიშნა ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ მეგან ფითზჯერალდმა.

Print