არჩევნები
"პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" - მსვლელობა ზუგდიდში (ვიდეო)
პოლიტიკურმა ბლოკმა „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაასრულა. პარტიის ოფისიდან კანდიდატები, აქტივისტები და მხარდამჭერები მერაბ კოსტავას ბიუსტისკენ გაემართნენ.

მსვლელობას ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ „ხარებას“ ცხენოსნები მიუძღოდნენ. კოსტავას ბიუსტთან შეკრებილ ამომრჩევლებს კანდიდატებმა სიტყვით მიმართეს.

ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვახტანგ ცხადაიას თქმით, პარტიას ათასობით ზუგდიდელი უჭერს მხარს და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში,მოსახლეობას ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს მოუგვარებენ. მან სამეგრელოში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებისთვის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.

„საარჩევნო გარემო დღემდე იყო ნორმალური, მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ინციდენტი არის ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი“, - განაცხადა ცხადაიამ.


Print