არჩევნები
"ენმ"-ის ინფორმაციით ზუგდიდში რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის შტაბში აცხადებენ, რომ რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა.
მათი ინფორმაციით, ეს უბნებია: #19, #9, #24, #70, #81, #26, #14, #16 და #18.

რადიო"ათინათთან" საუბრისას ზუგდიდის #67  საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განმარტებით, მხოლოდ #18 უბანი გაიხსნა დაგვიანებით, ეს გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა არ მიიღო წილისყრაში მონაწილეობა.

"როცა კომისიის უფუნქციო წევრი გახდა, ამაზე ჰქონდა პრეტენზია და ზეწოლას ახდენდა კომისიის წევრებზე, ხელს უშლიდა პროცესის გაგრძელებას. როდესაც უბნიდან გაძევებით დავემუქრეთ, დამშვიდდა", - აღნიშნა მესხმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ დამკვირვებლის ეგნატე შამუგიას თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო დროულად უბნის გახსნა.

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდში 104 511 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან 52 618 ქალაქში და 51 893 თემში.
Print