არჩევნები
ამომრჩევლებისთვის სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი მუშაობს
საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის, ან სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკო-სთვის საარჩევნო სიების შედგენის მიზნით მიწოდებულ ინფორმაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეთათვის დროული დახმარების გაწევის მიზნით, 8 ოქტომბერს, დილის 08:00 სთ-დან, საღამოს 20:00 საათამდე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზი +995 32 2 40 10 10 იმუშავებს.

სააგენტოში განცხადებით, 2013 წლიდან არის ჩართული ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის სამუშაოებში. 
ამჟამად ცესკო-სთვის გადაცემულ პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3 577 416 პირის მონაცემებია. ამ ეტაპისათვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 2 465 550 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი უტყუარი და დაზუსტებულია.
2013 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 1 143 148 მოქალაქეზე პირადობის ელექტრონული მოწმობა უფასოდ ან შეღავათიან ფასში გაიცა (უფასოდ გაიცა 952 284), რამააც საარჩევნო სიების მნიშვნელოვანი დახვეწა განაპირობა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ "საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი − 2" 2015 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო.


Print