არჩევნები
ზუგდიდის მე - 18 საარჩვენო უბანთან ინცინდენტი მოხდა (ვიდეო)
"თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის მტკიცებით, "ქართული ოცნების" წევრმა თეიმურაზ მარკოზიამ, საარჩვენო უბნის გარეთ გაიყვანა საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე რომან გოგოხია და გაესაუბრა.

"თავისუფალი დემოკრატების" წამრმომადგენლებმა უბნებზე ეგნატე შამუგიამ და დავით ქანთარიამ გააპროტესტეს აღნიშნული ფაქტი და შეეცადნენ გაერკვიათ, თუ რაზე ესაუბრებოდა მმართველი პარტიის წარმომადგენელი უბნის კომისიის თავმჯდომარეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოყვა.   ეგნატე შამუგიას თქმით, მარკოზიასზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" მერაბ ქვარაია ახლდა, თუმცა ინცინდენტის დროს ის საარჩევნო უბანთან არ იმყოფებოდა. 

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდმაცველებმა სიტუაციის განმუხტვა შეძლეს.

მოგვიანებით, მმართველი პარტიის შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა გვასალიამ განაცხადა, რომ თეიმურაზ მარკოზია საარჩევნო  კომისიის თავმჯდომარეს პირად საკითხზე ესაუბრებოდა და მომხდარი, მხოლოდ პროვოკაციის მცდელობაა ოპოზიციური ძალების მხრიდან. 

რომან გოგოხიამ ასევე დაადასტურა, რომ მარკოზიას ის პირად საკითხზე გაესაუბრა და უბნის ტერიტორია მასთან ერთად სიგარეტის მოსაწევად დატოვა.

Print