არჩევნები
ზუგდიდის 30 - ე საარჩევნო უბნის კაბინაში ნაპოვნია 7 ცარიელი ბიულეტენი (ვიდეო)
უბნის კომისიის თავმჯდომარის ნანა ქირიას განცხადებით, მან თავად აღმოაჩინა ეს ბიულეტენები და კაბინიდან გამოიტანა. ამასვე ადასტურებს ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელმაც  ასევე ნახა კაბინიდან გამოტანილი დახვეული ბიულეტენები. 

საარჩევნო უბანზე მყოფი ენმ - ს წევრი ლაშა დამენია და ოპოზიციური პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი აცხადებენ, რომ ადგილი აქვს „სომხურ კარუსელს“ და  უბნის ბათილად ცნობას ითხოვენ.

Print