არჩევნები
ზეწოლა კომისიის თავმჯდომარეზე თუ პროცედურული დარღვევები #5 საარჩევნო უბანზე (ვიდეო)
ზუგდიდში #5 საარჩევნო უბანის კომისიის თავმჯდომარე ინეზა მურღულია დამკვირვებლებს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, რამდენიმე დამკვირვებელი საარჩევნო პროცესში უხეშად ერევა.

„რამდენჯერმე მივეცი შენიშვნა და მოვუწოდე არ ჩარეულიყვნენ და ხელი არ შეეშალათ საარჩევნო პროცესთვის, თუმცა უშედეგოდ. განსაკუთრებით მაკა ხვიჩია ერევა ყველაფერში, პროტესტს აცხადებს, ვერაფერი ვერ მოვუხერხე. წნევა არასოდეს მქონია და დღეს ცუდად გავხდი, სასწრაფო გამოვიძახეთ. საოლქოს სევატყობინე ყველაფერი და შესაძლებელია ის გავაძევოთ უბნიდან“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ინეზა მურღულიამ.

თავის მხრივ, დამკვირვებლები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ უბანზე საარჩევნო პროცესი პროცედურული დარღვევით დაიწყო. მათივე განმარტებით, დაირღვა საკონტროლო პურცელთან დაკავშირებული პროცედურები.

თავმჯდომარეს უფლება არ მივეცით ბეჭეტდაურტყმელი და პირველი ამომრჩევლის პირადი მონაცემების გარეშე ჩაეგდო საკონტროლო ფურცელი. ალბათ ამას ეძახის ის ხელისშეშლას“ - თქვა ა(ა)იპ „ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბის“ დამკვირვებელმა მაკა ხვიჩიამ.

დამკვირვებლების ცნობით, აღნიშნული დარღვევის აღმოსაფრხველად უბანზე საოლქო კომისიიდან წარმომადგფენლები მივიდნენ და მათ საკონტროლო ფურცელი ყუთიდან ამოიღეს და შეავსეს.

#5 საარჩევნო უბანის დარღვევაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაცია საუნჯეში, ისინი აღნიშნული უბანში კენჭისყრის პროცედურის შეჩერებას ითხოვენ.

„ყუთის გახსნით დაირღვა ლუქის მთლიანობა, მართალია შედგა შესაბამისი აქტი, თუმცა ეს ვერ ჩაითვლება კანონის მოთხოვნათა დარღვევის აღმოფხვრად.

მიგვაჩნია, რომ ამ უბანზე უნდა შეჩერდეს ხმის მიცემის პროცედურა, ვინაიდან თავიდან უნდა იქნას არიდებული ამომრცეველთა ხმების გაყალბება“, - თქვა „ათინათთან“ საუბარში იაგო ფასანძემ.
Print