არჩევნები
კორცხელში სამართალდამცავები არიან მობილიზებულები
ზუგდიდის სოფელ კორცხელში, #53-ე საარჩევნო უბანთან სამართალდამცავების სიმრავლეა. პოლიციელები ამომრჩევლებსა და საარჩევნო უბნის შესასვლელს შორის დგანან. ადგილობრივები მოითხოვენ, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება დროულად მიეცეთ. ამ დროისთვის უბანთან ხმის მიცემას, დაახლოებით, 100-მდე მოქალაქე ითხოვს.

ზუგდიდის #65 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო უბანი რიგში მდგომი ბოლო ამომრჩევლის მიღებამდე არ დაიხურება.

Print