არჩევნები
ეგზიტპოლის შედეგები
TNS opinion-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 53.8% “ქართული ოცნებას“ უჭერს მხარს, ხოლო 19.5% - "ნაციონალური მოძრაობას". TNS-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით , მესამე პარტია, რომელიც ბარიერს გადალახავს, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია“ 5%-ით.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „თავისუფალი დემოკრატები" – 4.0%, „ლეიბორისტული პარტია“ – 3,1%, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" – 2,7%.

TNS-მა ეგზიტპოლი ოთხი ტელეკომპანიის - GDS, „მაესტრო“, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის - დაკვეთით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები კომპანია „გორბიმ“ შეასრულა.

ხოლო GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგების თანახმად, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"- მა შეუკვეთა, „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" გამოკითხულთა - 39,9 % უჭერს მხარს, ხოლო "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" – 32,74%.

GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას ახერხებს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც აღნიშნული მონაცემებით 5,76% უჭერს მხარს.
Print