არჩევნები
ჯიხაშკარში ორივე საარჩევნო უბანი დარბეულია (ვიდეო)

ზუგდიდის თემ ჯიხაშკარში 108 -ე და 79-ე საარჩვენო უბანში დამტვრეულია ყუთები, საარჩევნო ბიულეტენები კი გარშემოა მიმოფანტული.

საარჩევნო ბიულეტენები. როგორც საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გული ბენდელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი პარტიის მხარდამჭერი გია მხეიძე შვილთან დარამდენიმე პირთად ერთად უბნებში შეიჭრა და დაარბია.

"ხედავდნენ, რომ აგებდნენ და შემოვარდნენ უბნებში. მიიღეს ინფორმაცია,რომ მათი კანდიდატი ვერ იმარჯვებდა. რამდენიმე დამკვირვებელს, მათ შორის, უცხოელ დამკვირვებელსაც, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს", - აცხადებს ბენდელიანი.

ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ადასტურებს



აღნიშნულ ფაქტს, თუმცა ამბობს, რომ თავდამსხმელების ვინაობა უცნობია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საქმის მოკვლევა.

 

Print