არჩევნები
განმუხურში არჩევნები ჩაიშალა (ვიდეო)
განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესი კომისიის წევრების ურთიერთდაპირისპირების ნიადაგზე ჩაიშალა. "ათინათის" ჟურნალისტებმა ადგილიდან გვაცნობეს, რომ საარჩევნო კონვერტები ძირს ყრია. ადგილობრივების თქმით,"ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა გაიგეს, რომ უბანზე "ნაციონალური მოძრაობა" იგებდა და ამიტომაც მიზანმიმართულად ჩაშალეს პროცესი. "ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა. 39-ე უბნის მდივანი შემოვიდა და მას შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი", - აღნიშნეს საარჩევნო უბანზე. 

კომისიის თავმჯდომარის თქმით კი შედეგების ბათილად ცნობის მიზეზი დარღვევები გახდა.

"დადგა შედეგი, რომელიც იყო არაპროპორციული ხმების მიცემის. ობიექტური შედეგი არ დამდგარა", - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

ამ წუთებში ადგილზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმია მობილირებული.

Print