არჩევნები
შსს: სოფელ ჯიხაშკარში, 79-ე უბანზე მომხდარის ორგანიზატორი დაკავებულია
სოფელ ჯიხაშკარში 108 -ე და 79-ე საარჩვენო უბნებში მომხდარი ინციდენტების ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ს 162-ეს პრიმა და 163-ე მუხლებით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებული და დაკავებულია 79-ე უბანზე დარბევის ორგანიზატორი და უშუალო მონაწილე პირი, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე გაურკვეველი პირები მაშინ შეიჭრნენ, როდესაც ადგილზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობდა.
Print
თეგები: ჯიხაშკარი / შსს /