არჩევნები
,,საუნჯის’’ ხელმძღვანელი ცესკოს სპიკერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ჯიხაშკარის 79-ე უბანზე ,,საუნჯის’’ დამკვირვებელმა დააფიქსირა მნიშვნელოვანი დარღვევა. ,,კერძოდ, კაბინაში შესული ამომრჩეველი აკეთებდა არჩევანს, როდესაც შიგნით ყურება დაიწყო" სოციალურ-პოლიტიკური გაერთიანების" ცენტრის დამკვირვებელმა გოჩა რაფავამ, რომელმაც დაინახა ამომრჩევლის შემოხაზული კანდიდატი და ანიშნა სხვა პირს, რომ ის შემოხაზა რაც მე ვუთხარი. ამ შემთხვევაში რაფავას ქმედება შეიცავს, ერთის მხრივ, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის გათვალისწინებით დანაშაულია, ხოლო მეორეს მხრივ ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე ზეგავლენის ნიშნებს შეიცავს, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. ამ დროს კი ცესკოს პრესსამსახური ავრცელებს, რომ მხოლოდ თვალის ჩაკვრის გამო დაწერა დამკვირვებელმა საჩივარი, რასაც ვგმობ და მივმართავ ცესკოს, რომ გაეცნოს ჩვენს საჩივარს და მხოლოდ ამის შემდეგ გაავრცელოს ინფორმაცია,’’- რადიო ,,ათინათთან'' განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის ,,საუნჯის" თავმჯდომარემ იაგო ფასანძემ.

ის მოუწოდებს ცესკო-ს პრესსამსახურს, ანა მიქელაძეს მოიხადოს ბოდიში და ,,საუნჯის’’ მიერ დაწერილი საჩივარი გააცნოს საზოგადოებას.

Print