არჩევნები
გიორგი ტუღუში "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს (ვიდეო)
განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი ტუღუში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, „ენმ“-ის მიერ 8 ოქტომებრს მოგებული უბანი ცესკო-მ უკანონოდ გააუქმა.

დილიდან, ცხადზე ცხადი იყო ხელისუფლების სრული მობილიზება. რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს ჩამოვლა, დაშინებები, მოსყიდვა. გარდა ამისა, კრიმინელების საშუალებით საოკუპაციო ხაზიდან მოიყვანეს ხალხი და აიძულებდნენ, „ქართული ოცნებისთვის“ მიეცათ ხმა, ასევე, რამდენიმე ჩვენს მხარდამჭერს უბანზე მოსვლა აუკრძალეს“, - აღნიშნა ტუღუშმა.

მისივე თქმით, „ენმ“ ბრძოლას მეორე ტურში აგრძელებს. ის იმედოვნებს, რომ მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ სრულ ძალაუფლებას არ მიანიჭებს.

Print