არჩევნები
ცესკომ 8 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე კანონმდებლობით განსაზღვრული 5 %-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.

საბოლოო მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48, 68 % მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 27, 11 %, „პატრიოტთა ალიანსმა“ – 5, 01 %.

რაც შეეხება მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, 50 %-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა. თითოეული მათგანი მმართველი პარტიის წარმომადგენელია.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

Print