არჩევნები
"ქართული ოცნების" სააგიტაციო გაზეთი 26-ე უბნის სარეგისტრაციო მაგიდაზე (ვიდეო)
კომბინატის 26-ე უბანზე საარჩევნო პროცესი დარღვევებით დაიწყო. სარეგისტრაციო მაგიდაზე, "ქართული ოცნების" გაზეთი გადაშლილ მდგომარეობაში იდო.

"არა მგონია, რამე არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს შეგნებულად ამის გაკეთებას. გადავამოწმებ, მე არ მინახავს და თუ იქნება, აღმოვფხვრით ამ პრობლემას", - აღნიშნა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბადრი ჯიმშელიამ.

ამასთან, 26-ე საარჩევნო უბნის პირველმა ამომრჩეველმა ბიულეტენი საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის ჩაგდებამდე მოათავსა. ბადრი ჯიმშელიამ რადიო "ათინათს" განუცხადა, რომ ეს ნაკადის მომწესრიგებლის შეცდომაა.

ამავე დასახლებაში, 27-ე და 89-ე საარჩევნო უბნები დარღვევების გარეშე 8 საათზე გაიხსნა. პირველმა ამომრჩეველმა საკუთარი ხმა კი 9-ის წუთებზე დააფიქსირა. ამ დროის მონაცემებით აღნიშნულ უბნებზე აქტივობა ნაკლებია. პროცესი მშვიდად მიმდინარეობს.

Print