არჩევნები
როგორ მიმდინარეობს არჩევნები ჯიხაშკარში (ვიდეო)
ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში, 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნებზე მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საარჩევნო პროცედურები დარღვევების გარეშე წარიმართა. ორივე უბანზე პირველი ამომრჩეველი 9-ის პირველივე წუთებზე მიიღეს.

"სოფლის მეურნეობა დაქცეულია, ყველაფერი გაძვირდა, ხმა უკეთეს მომავალს მივეცი" - უთხრა რადიო "ათინათს" ჯიხაშკარის მკვიდრმა ლეო გეთიამ.

ჯიხაშკარში 8 ოქტომრის არჩევნების შედეგები ორივე უბანზე გაბათილდა. აქ ხმის დათვლის დასრულებისას უბნებზე რამდენიმე პირი შეიჭრა და დაარბია. ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს, ერთი მათგანი გია მხეიძე პატიმრობაში რჩება, ხოლო მეორე - კაკო ტიბუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. უბნების დარბევის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

Print