არჩევნები
მირანდა მესხი - აქტივობა პირველ ტურთან შედარებით არც ისე მაღალია
10 საათის მონაცემებით, ზუგდიდის ორივე მუნიციპალიტეტში 3833-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
,,ამ დროისათვის ამომრჩეველთა აქტივობა პირველ ტურთან შედარებით, არც ისე მაღალია,'’- განუცხადა რადიო ,,ათინათს'' #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა. მისივე თქმით, საჩივრები არ დაწერილა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება.

პარლამენტის არჩევნებთან ერთად, ზუგდიდში გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება.

Print