არჩევნები
ლევან კონჯარია: მმართველი პარტია ჩვენს მომხრეებს აშინებს (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კონჯარიამ ხმა მე-16 საარჩევნო უბანზე მისცა.
მან განაცხადა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები „ენმ“-ის მომხრეებს მთელი ამ დროის განმავლობაში აშინებდნენ, თუმცა მათი მხარდაჭერის იმედი აქვთ.

ხმა საქართველოს განვითარებას, კეთილდღეობასა და წინსვლას მივეცი. დღევანდელი ხელისუფლება ყველანაირ მეთოდს იყენებს, რომ ხალხი დააშინოს. იყო მასობრივი მოსყიდვები და დაშინებები, მაგრამ ჩვენი მომხრეები მაინც მისცემენ სასურველ კანდიდატს ხმას“, - განაცხადა კონჯარიამ.

Print