არჩევნები
მერაბ ქვარაიამ ხმის მიცემის ანონიმურობა დაარღვია (ვიდეო)
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია ხმის მისაცემად კაბინაში მეუღლესთან ერთად შევიდა. იურისტების განმარტებით, აღნიშნული ქმედება კანონდარღვევაა, რითაც ხმის მიცემის ანონიმურობა დაირღვა.

"თუ მას არ სჭირდებოდა დახმარება, ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა და ეს ფაქტი, შესაბამისად, მოხდება ჩვენს ანგარიშში", - თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია "საუნჯის" იურისტმა ირინე ურუშაძემ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას განცხადებით, მსგავი ფაქტი თუ ნამდვილად დაფიქსირდა, ეს არის კანონდარღვევა.

Print