არჩევნები
"საუნჯე": მე-20 უბანზე კენჭისყრის ფარულობა დაირღვა (ვიდეო)
ზუგდიდში მე-20 უბანზე საჩივარი დაიწერა. ორმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის კაბინაში ფოტოაპარატი ბიულეტინისთვის ფოტოს გადასაღებად შეიტანა. ამისთვის ერთ-ერთმა მათგანმა კომისიის წევრებისგან ნებართვა აიღო.

ამ ფაქტზე საჩივარი დაწერა "საუნჯის" დამკვირვებელმა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის ირინე ურუშაძის თქმით, დაახლოებით, ერთი საათი დასჭირდა საჩივრის რეგისტრაციას, რადგან კომისიის თავმჯდომარე მათ ამის უფლებას არ აძლევდა.

„რამდენიმე ამომრჩეველმა გადაიღო ფოტო კაბინაში, რაც პირდაპირ არის აკრძალული, მათ შორის, ამომრჩევლისთვისაც. კომისიამ უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის ფარულობა“,
- განაცხადა ირინე ურუშაძემ. მისივე თქმით, ეს არ ყოფილა ერთდაერთი დარღვევა და კომისიის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აღნიშნულ ფაქტს უარყოფს.

„არ ყოფილა გადაღება, ჩვენ არაფერი გვინახავს. არარსებულ ფაქტზე დაწერა საჩივარი“, - აღნიშა ლელა დავითაიამ.


Print