არჩევნები
ზუგდიდში რამდენიმე უბანზე ხმის მიცემის პროცესი სანთლის შუქზე მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში რუხში, ოდიშსა და ხურჩაში საარჩევნო უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრის პროცედურა სანთლის შუქზე მიმდინარეობს.

"როგორც გვაქვს ინფორმაცია, ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღდგება", - თქვა მირანდა მესხმა.

ცნობისთვის, ზუგდიდში საპარლამენტო და გამგებლის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

Print