არჩევნები
რუხის საარჩევნო უბნებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა (ვიდეო)
რუხის მე-100 და 64-ე საარჩევნო უბნებზე ელექტროენერგია 30 - 40 წუთით შეწყდა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების განცხადებით, ორივე უბნის შემთხვევაში, ამ ფაქტს არანაირი პრობლემა არ შეუქმნია და კენჭისყრის პროცედურა შეუფერხებლად გაგრძელდა. მათივე განცხადებით, ამომრჩეველთა აქტივობა, ამ დროისთვის, დაბალია.

64-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის თქმით, 1557 ამომრჩევლიდან, ამ დროსთვის, 235 მოვიდა, ხოლო მე-100 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, უბანზე 1281-დან 240-მდე მოქალაქემ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 64-ე საარჩევნო უბანთან სამართალდამცავების მობილიზება შეიმჩნევა.

Print