არჩევნები
ფაიფურის დასახლებაში „ქართული ოცნების“ აგიტატორები იმყოფებიან (ვიდეო)
ფაიფურის დასახლებაში, 21-ე საარჩევნო უბნის შესასვლელთან, მმართველი პარტიის აგიტატორები არიან შეკრებილნი. იქვე, რამდენიმე წუთი დაჰყო ზუგდიდის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა კახაბერ ფარცვანიამ. რადიო „ათინათის“ კითხვაზე, თუ რა სტატუსით იმყოფებოდა უბანზე, მან უპასუხა, რომ სკოლებში არსებული ვითარება აინტერესებდა.

„სკოლები საჯილდაო მოედანი არ არის. გახსოვთ ალბათ, ჯიხაშკარში რაც მოხდა. ამიტომაც, დავდივარ, რომ გავიგო როგორი სიტუაციაა სკოლებში“, - განმარტა ფარცვანიამ.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჟანა ყურუას თქმით, 1023 ამომრჩევლიდან 17 საათისთვის საკუთარი არჩევანი 180-მა მოქალაქემ დააფიქსირა. ამ ეტაპზე, არცერთი საჩივარი არ დაწერილა.

Print