არჩევნები
ცესკო-ს მონაცემებით ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია
ცესკო-ს მონაცემებით, 17 საათისთვის ქალაქ ზუგდიდის #65-ე მაჟორიტარულ ოლქში ხმა 10 998 ამომრჩეველმა მისცა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 20.9% შეადგენს. ზუგდიდის თემში კი აქტივობამ 30%-ს ოდნავ გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ხმა 15 646 ადამიანმა მისცა.

8 ოქტომბრის არჩევნების ანალოგიურ დროსთან შედარებით, აღნიშნულ ოლქებში აქტივობა, დაახლოებით, 10%-ით ნაკლებია.

ქალაქის ტერიტორიაზე სულ 52 631 ამომრჩეველია რეგისტრირებული, ხოლო ზუგდიდის თემში - 51 895.

Print