არჩევნები
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია იქნება
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ხმების 71, 09 % მიიღო, რაც 13 627 ხმას ნიშნავს. მისი კონკურენტის, „ენმ“-ის კანდიდატის სანდრა რულოვსის სახელი და გვარი ბიულეტენზე ფორმარულად იყო დატანილი, რადგან რულოვსმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მას ხმა ამომრჩევლების 28, 91 %-მა მისცა, რაც 5 542 ხმაა.

ცესკოს მონაცემებით, 66-ე მაჟორიტარული ოლქის 49 უბნიდან ყველა დათვლილია.


Print